Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნში გადაწყვიტეს, რომ 39 წლის მანუელ ნოიერი კლუბში კიდევ ერთი წლით დატოვონ.
ნოიერს ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება და მოსალოდნელია, რომ ხელმძღვანელობა ლეგენდას კონტრაქტის განახლებას 2027 წლამდე შესთავაზებს, თუმცა, ამავდროულად, კლუბში არ სურთ, რომ მანუელზე ზედმეტი ზეწოლა მოახდინონ.
როგორც თავად მეკარე ამბობს, ის შობის პერიოდს დაელოდება და დააკვირდება თუ რამდენად შეუძლია კვლავ მაღალ დონეზე თამაში და იმ დატვირთვის ატანა, რასაც ბაიერნის პირველნომრობა აჩენს.
იმ შემთხვევაში თუ ნოიერი მზად იქნება, მაშინ, წესით ის კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს და ბაიერნში კიდევ 1 სეზონით დარჩება.