გუშინ მიუნხენის ბაიერნმა ბუნდესლიგაში შტუტგარტი 5:0 გაანადგურა, სადაც კონრად ლაიმერმა ქუსლით ლამაზი გოლი გაიტანა და მისთვის ახალი მეტსახელის შემუშავებაზე დაიწყეს ფიქრი.
ჟურნალისტის კითხვა ლაიმერს: "რომელი გირჩევნია, კონრადინიო თუ ლაიმერსონი?"
კონრად ლაიმერი: "ზიდანი, ალპინ ზიდანი დამიძახეთ"
ეს ხუმრობით, თუმცა ლაიმერის სათამაშო ფორმა და ხარისხი ნამდვილად თვალსაჩინოა. შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი ფეხბურთელი ხელფასის ზრდას ითხოვს. მას ახლა 9 მილიონი ევრო აქვს, კარგი ფორმიდან გამომდინარე კი ბაიერნი სავარაუდოდ მოთამაშეს მოთხოვნას შეუსრულებს.