სეზონის დაწყებამდე ბაიერნიდან წასული ერიკ დაიერი ამბობს, რომ ყოფილი გუნდის თამაშებს დღემდე უყურებს და ძველ თანაგუნდელებს ახლაც აქტიურად ესაუბრება:
"ცხადია, ბაიერნის თამაშებს თვალს ისევ ვადევნებ. კლუბთან თუ კავშირი გაქვს, მას ავტომატურად მიჰყვები. ეს ყველა ჩემს კლუბს ერგება, ისევე როგორც ბაიერნს, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემთვის. ჩემს იქაურ მეგობრებს დღემდე ვესაუბრები. იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც მიუნხენს ვეწვევი და ბაიერნის თამაშს დავესწრები."
"ბევრს ვსაუბრობ კეინთან, გნაბრისთან, კიმიხთან და ლაიმერთან. ბევრმა მომილოცა მაშინ, როცა სიტის გამათანაბრებელი გოლი გავუტანე ლიგაზე პენალტის ნიშნულიდან. გორეცკამაც კარგი შეტყობინება გამომიგზავნა. ასევე ვესაუბრე გერეიროსაც, რომელიც ადრე ლორიენში თამაშობდა, ამ კლუბთან თამაშისას კი რაფას დიდი სურათი ვნახე. მოკლედ, დიახ, მე კვლავ ვადევნებ თვალს მიუნხენის ბაიერნის ცხოვრებას", - ამბობს დაიერი.