მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 9 დეკემბერს გამართავს, სადაც მათი მეტოქე ლისაბონის სპორტინგი იქნება.
როგორც პორტუგალიურ მედიაში ვარაუდობენ, ზეგინდელ შეხვედრაში ლისაბონელთა ნახევარდაცვას მორიტა, ჰიულმანდი და ტრინკაო დააკომპლექტებენ.
რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, მას კვლავ სათადარიგო სკამიდან უნდა ველოდოთ, რაც ქართველი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონში ტრადიციად იქცა.
26 წლის ქართველ ფეხბურთელს პორტუგალიურ კლუბში სულ 14 შეხვედრა აქვს გამართული, ამ დროში კი ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.