ხვალ, 21:45-ზე მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონის სპორტინგს უმასპინძლებს, იქამდე კი ვენსან კომპანის პრესკონფერენციას გთავაზობთ:
ალფონსო დევისზე: "ჯერ კიდევ მინდა მასთან საუბარი, თუმცა შანსი არის, რომ ხვალინდელი თამაშის განაცხადში მოხვდეს. თუ თამაში მჭიდრო და კომპაქტური იქნება, რასაც ველი კიდეც, მაშინ დევისი წუთებს ვერ მიიღებს. მიუხედავად ამისა, წესით ამ კვირაში უნდა ითამაშოს. ზოგადად, შობამდე თამაში მისთვის ბონუსი იქნება."
ვინ დაიწყებს კარში: "ხვალ მანუ ითამაშებს, თუმცა ურბიგის სახით კარგი ახალგაზრდა მეკარე გვყავს. მანუ ამ სეზონში კარგად გამოიყურება, თუმცა იონასი თავის წუთებს იღებს და მომავალშიც მიიღებს."
ცვლილებებზე: "ეს ყოველთვის დამოკიდებულია ფეხბურთელების ფორმასა და მეტოქეზე, რაც მონაცვლეობს ხოლმე. ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ყველაფერი ბოლოს ბიჭებისადმი ნდობას ეხება."
ლუის დიასზე და მის დისკვალიფიკაციებზე ლიგასა და ბუნდესლიგაში: "ლუჩომ ყველა თამაში ითამაშა ჩვენთანაც და ნაკრებშიც. მას ყოველთვის დიდი გზის გამოვლა უწევს სამხრეთ ამერიკიდან. მან დიდი დრო გაატარა ინგლისში, შობის დროს კი არასდროს დაუსვენია. ასე რომ, აზრიანი იქნება, თუ მას დავასვენებთ და მივცემთ საშუალებას, რომ დრო საკუთარ ოჯახთან ერთად გაატაროს."
სპორტინგზე: "სრულყოფილი გუნდია, რომელიც თავს კომპაქტურად იცავს. ისინი საკმაოდ სახიფათოები არიან კონტრშეტევებზეც. მათი უკანა ხაზი საკმაოდ აქტიურია და მაღლა ადის, რაც ბენფიკას დაპრესინგებაშიც გამოიხატა. მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და შეტევის არ ეშინიათ. ჰყავთ ისეთებიც, რომლებსაც ნათელი მომავალი აქვთ. სპორტინგი მომხიბვლელი გუნდია. 100%-ით მზად უნდა ვიყოთ. სპორტინგი ტოპ 8 გუნდში უმიზეზოდ არ არის", - ამბობს კომპანი.