ფრანკ რიბერის ბაიერნის მიმდინარე სეზონის შესახებ ჰკითხეს. აი, როგორ აფასებს ვენსან კომპანის ფორმაციის გუნდს ბაიერნის ლეგენდა:
"ისინი ძალიან კარგად თამაშობენ. ჩემპიონთა ლიგა განსხვავდება ბუნდესლიგისა და გერმანიის თასისგან. ბევრი დიდი გუნდია და ეს რთული შეჯიბრია. თუმცა, ბაიერნი კარგია, ვენსან კომპანი კარგად მუშაობს, გრძნობ, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა. ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ისინი ამ სეზონში ბევრ ტიტულს მოიგებენ", - ამბობს რიბერი.
შეგახსენებთ, რომ ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე დღეს, 21:45-ზე თამაშობს, მეტოქე კი ლისაბონის სპორტინგი იქნება.