კონრად ლაიმერი, რომელიც ამ სეზონში შესანიშნავად გამოიყურება, ბაიერნისგან გაზრდილ ხელფასს ითხოვს.
ავსტრიელი ფეხბურთელი ახლანდელი კონტრაქტით 9 მილიონ ევროს შოულობს, ახალი მოთხოვნით კი მისი ხელფასის ზრდას 10-12 მილიონ ევრომდე ელიან.
28 წლის უკანახაზელს ბაიერნთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა ახლა მისი ანაზღაურება კლუბის პრიორიტეტი არაა.
პირველ რიგში, ბაიერნი დაიოტ უპამეკანოს გუნდში დატოვებას ეცდება, შემდეგ კი დანარჩენი საკითხების მოგვარებაც დაიწყება.