გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე უეფამ მიუნხენის ბაიერნი ნახევარი მილიონი ევროთი დააჯარიმა, მიზეზი კი ფანების მხრიდან პიროტექნიკის გამოყენება გახლდათ.
ახლა წერენ, რომ მსგავსი რამ სპორტინგის წინააღმდეგაც მოხდა, რის გამოც როიალ სენ ჟილთან ტრიბუნების გარკვეული ნაწილი (მცირე ნაწილი) დახურული იქნება.
დაიწერა ისიც, რომ კიდევ ერთი მსგავსი ქმედების შემთხვევაში შესაძლოა ბაიერნს ლიგაზე საერთოდ უმაყურებლოდ მოუწიოს თამაში, რაც უკვე სერიოზული სანქცია იქნება.
სავარაუდოდ, ბაიერნი ფანებისადმი მიმართვას და წერილს გამოაქვეყნებს, სადაც თავის შეკავებისკენ იქნება მოწოდებები.