Bolavip-მა ახლახანს დაწერა, რომ 17 წლის ეკვადორელ ფეხბურთელს, ედერსონ კასტილოს ერთბაშად მსოფლიო ფეხბურთის რამდენიმე გრანდი აკვირდება.
როგორც წყარო ამბობს, ამ გრანდებს შორის მიუნხენის ბაიერნიცაა, რომელსაც კონკურენციის გაწევა მანჩესტერისთვის და ატლეტიკოსთვის უწევს. გარდა ამისა, დაინტერესებულია ბელგიური ანდერლეხტიც.
კასტილოს სურვილია, რომ 18 წლის ასაკში ეკვადორი დატოვოს და ევროპულ ფეხბურთს შეუერთდეს, სადაც ის მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
სამხრეთ ამერიკელი მოთამაშე პოზიციით ნახევარმცველია და შეტევაში დიდ როლს ატარებს, მისგან კი აღნიშნულ კონტინენტზე საკმაოდ დიდი მოლოდინებია.