ახლახანს Bild-მა დაწერა, რომ მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობამ მანუელ ნოიერის გზის გამგრძელებელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
როგორც ვკითხულობთ, ნოიერს ჯერ კიდევ შეუძლია კლუბთან ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივოს და ბაიერნში მომდევნო სეზონშიც დარჩეს, ამაზე კი მეტი გაზაფხულზე გვეცოდინება.
თუ ეს არ მოხდა და ნოიერმა მზაობა არ გამოთქვა, მაშინ ბაიერნი იონას ურბიგს სრულ ნდობას გამოუცხადებს და ახალი მეკარის ყიდვაზე ფიქრს არ დაიწყებს.
რაც შეეხება ალექსანდრ ნიუბელს, მას ურბიგის შემცვლელობაზე მოუწევს თანხმობის მიცემა, ან მისი სასტარტო შემადგენლობიდან ამოგდება.