იან დიომანდე, 19 წლის კოტ დიუვარელი ფორვარდი, რომელიც ლაიფციგში მშვენიერ სეზონს ატარებს, ბაიერნის სატრანსფერო სამიზნეთა სიაში მოხვდა.
აღნიშნულის შესახებ Sky Sport-მა დაწერა. მათი ინფორმაციით, ლაიფციგი აფრიკელ ფეხბურთელს ისეთ ფასს ადებს, რასაც ბაიერნი უბრალოდ არ იხდის ხოლმე.
საქმე 100 მილიონ ევროს ეხება, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ დიომანდეს ფასი მალე უნდა შემცირდეს.
15 თამაშში იან დიომანდეს 7 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე გადაცემა გაკეთებული. მან ბუნდესლიგის ბოლო ტურში აინტრახტს სამი გოლი გაუტანა.