ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ამბობს, რომ მარკ გეჰი ბაიერნისთვის გამოთიშული არ არის, რადგან მაქს ებერლის კონკრეტული გეგმა აქვს.
წყაროს ინფორმაციით, ებერლი აპირებს, რომ გეჰის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები იანვარში დაიწყოს, ოღონდ ეს მაშინ მოხდება, თუ უპამეკანო კონტრაქტს არ განაახლებს.
ისე გამოდის, რომ უპამეკანოს უარზე არის დამოკიდებული როგორც გეჰის, ასევე შლოტერბეკის შესაძლო ტრანსფერების ალბათობის ზრდა.
ერთი ისაა, რომ პალასს გეჰის გაყიდვა აუცილებლად უწევს, რადგან სეზონის ბოლოს ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება და კლუბს მისი უფასოდ დაკარგვა არ უნდა სურდეს.
რაც შეეხება შლოტერბეკს, მისი გაშვება დორტმუნდს სულაც არ სურს, თუმცა ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში გზაზე გადაღობვას არ ეცდებიან.