ახლახანს დასრულდა მორიგი შეხვედრა ბუნდესლიგაში ბაიერნისთვის, სადაც ვენსან კომპანის გუნდმა საშინაო კედლებში მაინცს ვერ მოუგო, - 2:2.
მეტიც, ბაიერნი სტუმარ გუნდთან ბოლო წუთებამდე აგებდა, თუმცა 87-ე წუთზე ჰარი კეინმა პენალტი გაიტანა და ბავარიელებს ქულა მოუტანა.
თამაშის დასრულებიდან მალევე გავრცელდა სტატისტიკა, რაც ნათლად მიუთითებს, რომ სტანდარტულებზე ბაიერნმა თამაშს სასწრაფოდ უნდა მოუმატოს.
საქმე ისაა, რომ სტანდარტულებიდან ბაიერნს მიმდინარე სეზონში გოლების 63% გაუტანეს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მალევე გამოსწორებას საჭიროებს.