"ჩემი პასუხი ნათელია" - კიმიხის მხარდაჭერა კარლს ნაკრებში გამოძახებაზე

"ჩემი პასუხი ნათელია" - კიმიხის მხარდაჭერა კარლს ნაკრებში გამოძახებაზე

იოზუა კიმიხს ჰკითხეს თუ რას ფიქრობდა ლენარტ კარლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანასთან დაკავშირებით, მან კი მხარი ახალგაზრდა თანაგუნდელს დაუჭირა:

"საქმე ძალიან მარტივადაა. თუ ვიღაცა ხანგრძლივად და კარგად თამაშობს ბაიერნში და ამავდროულად, ის გერმანელია, მაშინ ნაკრებშიც უნდა თამაშობდეს დიდი ხნით, თუ ის შეძლებს ასეთივე ხარისხის კვირების და თვეების განმავლობაში ჩვენებას", - ამბობს კიმიხი.

ბოლო ინფორმაციით, ნაგელსმანი აპირებს, რომ 17 წლის ფეხბურთელი მუნდიალზე არ წაიყვანოს და უფრო გამოცდილ ფეხბურთელებს მიენდოს, თუმცა კარლის პერფორმანსებიდან გამომდინარე სულაც არაა გამორიცხული, რომ გერმანიის ნაკრების დამრიგებელმა საბოლოოდ აზრი მაინც შეიცვალოს.


15-12-2025, 12:47
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2