მალე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და ამ მომენტისთვის ბაიერნის მთავარ პრიორიტეტს დაიოტ უპამეკანოს კონტრაქტის განახლება წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ებერლი და ფროინდი სიმშვიდეს ინარჩუნებენ, ამასობაში ლაპარაკი თავად ფეხბურთელმა დაიწყო, რომელმაც ახალ კლუბში ტრანსფერი არ გამორიცხა.
Telefoot-ის ჟურნალისტმა უპამეკანოს კონკრეტულად პარი სენ-ჟერმენის შესახებ ჰკითხა, სადაც მას ბევრი ფრანგი მეგობარი ჰყავს, მან კი პასუხად თქვა, - "რატომაც არა?"
შეგახსენებთ, რომ უპამეკანოს ბაიერნთან ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: გაზრდილი ხელფასი და საკონტრაქტო კომპენსაცია.
სავარაუდოდ, ამ დროის განმავლობაში ბაიერნი მათ მაქსიმალურად შემცირებას ცდილობს, თუმცა უპამეკანოს დათანხმებას ჯერ ისევ ვერ ახერხებენ.