Diario AS-ის ჟურნალისტი, ფილიპ კესლერი წერს იმ ახალი მოთხოვნის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, უპამეკანომ ბაიერნის ხელმძღვანელობას წარუდგინა.
კესლერის ინფორმაციით, უპამეკანო თანახმაა გუნდში დარჩენაზე იმ შემთხვევაში, თუ ბაიერნი ახალ კონტრაქტში გამოსასყიდად ფეხბურთელის სურვილის შესაბამის თანხას ჩაწერს.
როგორც ვკითხულობთ, ფრანგი უკანახაზელი ითხოვს, რომ გამოსასყიდად ბაიერნმა 65 მილიონი ევრო მიუთითოს, რისი გადახდაც გრანდებს თავისუფლად შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ უპამეკანო გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს.
ახალი კონტრაქტის გაფორმებას 2028 წლამდე ელიან, თუმცა ჯერ შეთანხმება არაფერზე შემდგარა.