Bild-მა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს თუ როგორ გადააქვს დაიოტ უპამეკანოს სახლიდან გადამზიდ მანქანას სახლის ავეჯი გრუნვალდის მიმართულებით, სადაც უკვე ცხოვრობს ბაიერნის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე.
პოპულარული გამოცემა წერს, რომ ეს ფოტო ბევრზე მეტყველებს. მარტივად რომ ვთქვათ, უპამეკანო ზამთარში არსად არ წავა, რადგან მთავარ საცხოვრებელში ახლა გადასვლა უბრალოდ ძალიან უცნაური იქნებოდა.
ებერლი და ფროინდი მუდმივად ამბობენ, რომ მშვიდად არიან და უპამეკანოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ, თავად ფეხბურთელი კი გადაჭრით ჯერ მაინც არაფერს არ ამბობს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა სულ რაღაც 2 კვირაში დაიწყება და უპამეკანოს სხვა კლუბებთანაც შეეძლება მოლაპარაკებების დაწყება, თუმცა, როგორც ბაიერნში ამბობენ, მათ ამის არ ეშინიათ და დარწმუნებულები არიან, რომ ფრანგი მცველი არსად არ წავა.![]()