ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამბობს, რომ მარკ გეჰის გარემოცვა ბაიერნის წარმომადგენლებს უკვე მეორედ შეხვდნენ.
ბავარიელები გეჰის მიმართ ინტერესს მას შემდეგ გამოხატავენ, რაც მისი ლივერპულში ტრანსფერი ჩაიშალა, ახლა კი ზამთარში ახალ კლუბში გადასვლას ძალიან დიდი შანსები აქვს.
წყაროს ინფორმაციით, თუ უპამეკანო კონტრაქტს არ განაახლებს, მაშინ გეჰის კანდიდატურა ძალიან რეალური გახდება.