Sport-მა დაწერა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ზამთარში სერიოზულად სურს ბარსელონას დატოვება და მსოფლიო ჩემპიონატამდე სათამაშო დროის აქტიურად მიღება.
წყაროს ინფორმაციით, ტერ შტეგენი შესაძლოა ბაიერნშიც კი აღმოჩნდეს, რაც ნაგელსმანისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება მუნდიალზე მეკარის შერჩევის პროცესში.
მიუხედავად ამისა, ტერ შტეგენის ბაიერნში გადასვლის შანსები ძალიან დაბალია, რადგან ნოიერი ჯერ კიდევ გუნდშია და არის შანსი, რომ ბაიერნში 2027 წლამდე დარჩეს.
გარდა ამისა, ბაიერნი დადებითად უყურებს იონას ურბიგის მომავალსაც, რომელიც, წესით ნოიერის პირველი შემცვლელი იქნება ლეგენდის წასვლის შემდეგ.