რამდენიმე დღის წინ, ლეონ გორეცკამ ბაიერნთან დაკავშირებით ინსტაგრამზე ყველა ფოტო და ვიდეო წაშალა, რაც მიანიშნებს, რომ ფეხბურთელი გუნდიდან წასვლას აპირებს.
გარდა ამისა, ვრცელდება ფოტოები სავარჯიშო სესიებიდან, სადაც გორეცკა მუდმივად განცალკევებით და მოწყენილი დგას, რაც კიდევ ერთი მინიშნებაა მისი გუნდიდან წასვლის შესახებ.
გერმანულ მედიაში წერენ, რომ გორეცკა შეგუებულია კლუბის გადაწყვეტილებას და გუნდის დატოვება თავადაც სურს, რათა პრაქტიკა მუდმივად ჰქონდეს და მუნდიალზე თამაში შეძლოს.