ბოლო დღეებში ინგლისურ მედიაში ხშირად წერენ მანჩესტერ სიტის მზაკვრული გეგმის შესახებ, რომელსაც იქამდე სურს მარკ გეჰის გაფორმება, სანამ საქმეში ბაიერნი ჩაერთვება.
როგორც იცით, ბაიერნის წარმომადგენლები გეჰის გარემოცვას უახლოეს პერიოდში უკვე ორჯერ შეხვდნენ და თუ უპამეკანო კონტრაქტს არ განაახლებს, მაშინ კლუბი პირდაპირ გეჰის ტრანსფერზე გადაერთვება.
თუმცა, სიტის გეგმაც სწორედ აქედან იწყება. ინგლისური კლუბი ცდილობს, რომ მაქსიმალურად სწრაფად და უხმაუროდ დაიმატოს კრისტალ პალასის ცენტრალური მცველი, რომელზეც ევროპაში ძალიან დიდი მოთხოვნაა.