კრისტიან ფალკი წერს, რომ სერჟ გნაბრის ბაიერნთან ახალი ხელშეკრულება 99%-ით უკვე გაფორმებული აქვს და შეგვიძლია ხელშეკრულების დეტალებზეც ვისაუბროთ.
ჟურნალისტის თქმით, გერმანელი ფეხბურთელი ბაიერნში კიდევ 2 წლით დარჩება, მისი კონტრაქტის საბონუსე სისტემა კი პერფორმანსის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.
გნაბრი ახალი ხელშეკრულებით მაქსიმუმ 15-16 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, არადა ახლა ფეხბურთელი 20-23 მილიონ ევრომდე იღებს.
ეს ნიშნავს, რომ ხელფასის შემცირებაზე ინფორმაცია მართალი აღმოჩნდა, რასთანაც გნაბრისაც არასდროს ჰქონია პრობლემა.