Bild-ის ინფორმაციით, აქამდე იყო ვარაუდი, რომ მანუელ ნოიერი ბაიერნთან ხელშეკრულებას განაახლებდა, მაგრამ სინამდვილეში ასე იოლადაც არ არის საქმე.
კლუბში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეკარეთა იერარქიას. იონას ურბიგი მოწადინებულია, რომ შემდეგი სეზონიდან ბაიერნის პირველი არჩევანი გახდეს, ნოიერის მოლოდინი კი შესაძლოა მასზე ცუდად აისახოს.
თავის მხრივ, ნოიერს ორი არჩევანი აქვს, - დარჩეს კლუბში კიდევ ერთი წლით, ან ბაიერნიდან სატიტულო სეზონით და კარგი მოგონებებით წავიდეს.
შესაბამისად, გაჩნდა მოლოდინი, რომ ბაიერნს იმაზე მალე სურს პასუხის მიღება, ვიდრე ეს აქამდე ვიცოდით. ჯამში ისინი მაინც არ აჩქარებენ ნოიერს, თუმცა მარტამდე (ნოიერის დაბადების დღე) პასუხის მიღება კლუბისთვის იდეალური გამოსავალი იქნებოდა.