კრისტიან ფალკი წერს, რომ ნიკოლას ჯექსონს ბაიერნი არ გამოისყიდის და მისი ბაიერნული კარიერაც სულ მალე დასრულდება.
თავის მხრივ, ჰარი კეინს შემცვლელი ფეხბურთელი აუცილებლად დასჭირდება, რაც ნიშნავს, რომ კლუბს ერთი ფორვარდის დამატება აქვს დღის წესრიგში შეყვანილი.
ჟურნალისტის ინფორმაციით, გამოიკვეთა ფრანკულინო ჯუს კანდიდატურა, 21 წლის მიდტიულანდის ფეხბურთელის, რომლის შესახებაც უკვე თვეების წინ ვიცოდით.
დანიაში მოთამაშე ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 20-25 მილიონი ევროა, რაც ჯექსონთან შედარებით სამჯერ ნაკლები ფასია.
ჯუს მიმდინარე სეზონის დანიის ლიგაში 17 თამაში აქვს გამართული, რა დროშიც მან 16 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.