ატლეტიკოს გორეცკას წაყვანა სურს - უარზე არც ფეხბურთელია

ატლეტიკოს გორეცკას წაყვანა სურს - უარზე არც ფეხბურთელია

Diario AS იუწყება, რომ მადრიდის ატლეტიკო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნიდან ლეონ გორეცკას წაყვანას აპირებს და უარზე არც თავად ფეხბურთელია.


უკვე 99%-ით გადაწყვეტილია, რომ 31 წლის გერმანელი ნახევარმცველი ბაიერნისგან ახალ კონტრაქტს ვეღარ მიიღებს და კლუბთან განშორება მოუწევს.

ატლეტიკოში აფასებენ გორეცკას გამოცდილებას და ფიზიკურ მონაცემებს, რადგან ეს ზუსტად ისაა, რასაც დიეგო სიმეონე ნახევარდაცვის რგოლში ეძებს.

შეგახსენებთ, რომ გორეცკამ რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე ბაიერნთან დაკავშირებული ყველა ფოტო წაშალა, ასეთ დროს კი ფეხბურთელს უკან გზა მოჭრილი აქვს ხოლმე.



20-12-2025, 08:51
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2