ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ მიუნხენის ბაიერნი ნიკოლას ჯექსონის გუნდში დატოვებას არ აპირებს და დიდი შანსია, რომ სენეგალელი ფორვარდი ლონდონის ჩელსიში დააბრუნონ.
მიუხედავად ამისა, ყველაფერი მთლად გადაწყვეტილი მაინც არ არის, რადგან წინ სეზონის მეორე ნახევარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები გველის, სადაც ჯექსონის სათამაშო ხარისხი და გავლენა შესაძლოა სიტუაციის შემომტრიალებელი გახდეს.
ჩელსი მოთამაშეში 65 მილიონ ევროს ითხოვს, დღევანდელი გადმოსახედიდან კი ბაიერნი ამ თანხის გადამხდელი არ ღირს, თუმცა 2026 წელი და სეზონის დარჩენილი კულმინაციური მატჩები წინ რას გვიმზადებს, ეს დანამდვილებით ჯერ არავინ იცის.