ბაიერნმა ბუნდესლიგაში ჰაიდენჰაიმი 4:0 დაამარცხა, ვენსან კომპანიმ კი მატჩის შემდეგ გასაუმჯობესებელი სათამაშო ასპექტების შესახებ ისაუბრა:
"მწვრთნელის რანგში ყოველთვის უნდა თქვა, რომ ყველაფერი შეიძლება უკეთესად იყოს. რა თქმა უნდა, ბევრ გოლს ვიტანთ, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ასპექტებშიც გვინდა გაუმჯობესება."
"ვიცით, რომელ სფეროებს უნდა მივაქციოთ ყურადღება: სტანდარტული მომენტების დაცვას, კონტრშეტევებს. როდესაც სრულად კონცენტრირებულები ვიყავით, ყოველთვის კარგად ვიცავდით თავს. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი თამაში ძალიან დინამიკურია, ზოგჯერ რისკი არსებობს."
"გვინდა, რომ ეს გავაუმჯობესოთ, მაგრამ იმ ელემენტების დაკარგვის გარეშე, რაც გვაძლიერებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა კომპანიმ.