ბაიერნის ცენტრალური მცველი, ჯონათან ტა საუბრობს ლენარტ კარლის შესახებ, რომელსაც წაიყვანენ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს ჯერ კიდევ უცნობია:
"თუ ასე გააგრძელებს, მაშინ არ ვიცი, რა უშლის ხელს ჩვენს [ეროვნულ] ნაკრებს დაეხმაროს. თუ მას ამის გაკეთება შეუძლია ბაიერნში, ჩემპიონთა ლიგაზე, მაშინ მას ყველაფერი აქვს, რომ ეს ეროვნულ ნაკრებში აჩვენოს. რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მაგრამ მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის ახლა შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს და მშვენივრად გამოიყურება", - ამბობს ტა.
ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ნაგელსმანი 2026 წლის მუნდიალზე ახალგაზრდა ტალანტს წაიყვანს, რომელიც საკლუო დონეზე მართლაც მშვენივრად გამოიყურება.