თომას მიულერი ლენარტ კარლის შესახებ საუბრობს და იმ ფაქტორებს ასახელებს, რომელთა გამოც ახალგაზრდა ფეხბურთელი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება:
"მისი დარტყმის ტექნიკა, რა თქმა უნდა, გამორჩეულია. მას ძალიან კარგი დარტყმის უნარი აქვს და ეს უკვე შესანიშნავი აქტივია, რადგან თუ ბაიერნის შეტევაში თამაშობ და ენერგიული, მოქნილი ხარ, ისეთი როგორიც კარლია, მუდმივად აღმოჩნდები გოლის გასატან პოზიციაზე, სადაც თავი უნდა გამოიჩინო. ამიტომ, მისი გოლები შემთხვევითი არ არის; მას აბსოლუტურად აქვს შესაბამისი ხარისხი და სათამაშო დონე, რომ ეს ყველაფერი დამაჯერებლად გააკეთოს", - თქვა მიულერმა.
17 წლის ლენარტ კარლს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.