ლეგენდარუოი მეკარე, ზეპ მაიერი საუბრობს თუ რამდენად უნდა გვჯეროდეს იმის, რომ მანუელ ნოერი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრებში დაბრუნდება:
"ვინც ნოიერს კარგად იცნობს, მან იცის, რომ ეს აღარ მოხდება. როდესაც ნოიერი გადაწყვეტილებას იღებს, ის ყოველთვის საბოლოოა. შეგიძლიათ ამაზე დაუსრულებელი მსჯელობა აქ დაამთავროთ, ის ნაკრებში არ დაბრუნდება", - თქვა მაიერმა.
მედია წერს, რომ ბევრი იქნება დამოკიდებული ბაიერნის კონტრაქტთან დაკავშირებითაც. თუ ნოიერი გუნდში აღარ დარჩება, მაშინ მისი ნაკრებში დაბრუნების შანსებიც პრაქტიკულად ნულს გაუტოლდება.