ESPN Deportes-ის ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალმა ამ დრომდე უკვე სცადა ბაიერნის ცენტრალური მცველის, დაიოტ უპამეკანოს შეძენა.
ეს სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან უკვე რამდენიმე თვეა, რაც რეალის ინტერესის შესახებ იწერება, თუმცა, საინტერესოა, რომ მადრიდულმა წყაროებმა ტრანსფერი გამორიცხეს.
რეალ მადრიდმა, სავარაუდოდ, უარი თქვა სატრანსფერო რბოლაზე, რადგან უპამეკანოს მოთხოვნები უსაზღვრო და შეიძლება ითქვას, ყოვლისმომცველი იყო.
რას ნიშნავს ეს? შესაძლოა იმას, რომ ბაიერნს ფრანგი მცველისთვის იმაზე მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე თავდაპირველად იგეგმებოდა, რადგან, ფაქტი, რომ რეალი მაღალი მოთხოვნების გამო ეთიშება რბოლას, პატარა ამბავი სულაც არ არის.