ესპანურ მედიაში წერენ, რომ რეალი როდრიგოს გასაშვებად ემზადება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ კლუბი სარფიანად ივაჭრებს.
როგორც ირკვევა, მადრიდელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მაიკლ ოლისეა, რომელიც ბაიერნის ნამდვილი ლიდერია და უამრავი გრანდის ყურადღებას იპყრობს.
ჰოდა, რეალის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ ბაიერნს როდრიგო ოლისეში გაუცვალოს, თუმცა ყველამ იცის, რომ ბაიერნი ამ წინადადებას არ დათანხმდება.
სხვა მხრივ, თუ ბაიერნი მაინც გადაწყვეტს როდრიგოს წაყვანას, მას დაახლოებით ისეთივე საფასურის გადახდა მოუწევს, როგორც ეს ლუის დიასის შემთხვევაში მოხდა.