რამდენიმე ხნის წინ მედიაში დაიწერა იმის შესახებ, რომ ლევანდოვსკიმ რაღაც ეტაპზე ბარსელონაში გოლების გატანა შეწყვიტა, რათა კონკრეტულ ნიშნულს არ გადასცდენოდა და ბარსელონას ბაიერნისთვის დამატებითი ბონუსი არ გადაეხადა.
სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს ბაიერნის ყოფილ თავდამსხმელს, რომელსაც შემდეგი პასუხი ჰქონდა:
"არის რაღაც საკითხები, რაზეც საუბარი არ მსურს. მე პატივს ვცემ ბარსელონას და ყველა ადამიანს, ვინც ამ კლუბში მუშაობს. ვიცოდი კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. კლუბის საკეთილდღეოდ ბევრი რამ უნდა გაკეთებულიყო. მოკლედ რომ ვთქვა, საუბარი იყო ბონუსზე. იმ პერიოდში ბარსელონა თითოეულ ევროს ითვლიდა. ეს უმნიშვნელო საკითხი არ ყოფილა. ჩემთვის ამას არ უმოქმედია, პრობლემა არ მქონია, თუმცა მაინც ვფიქრობდი, უნდა გამეტანა გოლი, თუ არა", - თქვა ლევანდოვსკიმ.