ბოლო პერიოდში ლეონ გორეცკას აქტიურად უკავშირებენ მადრიდის ატლეტიკოსა და ნაპოლის, რომლებიც ფეხბურთელის 2026 წელს, უფასოდ წაყვანას განიხილავენ.
ამ თემასთან დაკავშირებით ახლახანს ფაბრიციო რომანომ დაწერა:
"ლეონ გორეცკა შუამავლების მეშვეობით რამდენიმე კლუბს შესთავაზეს მომავალი სატრანსფერო ფანჯრის წინ. თუმცა, ამ ეტაპზე, ბაიერნი ძალიან კმაყოფილია შემადგენლობით და სურს, რომ სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს - ამიტომ ისინი განსაკუთრებით არ არიან დაინტერესებულნი იანვარში გორეცკას გაშვებით. ვენსან კომპანის არ სურს გუნდში ცვლილებების შეტანა სეზონის შუა პერიოდში იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის", - წერს ჟურნალისტი.
თავად გორეცკა მზადყოფნაშია, რომ გუნდი დატოვოს, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთელის ზამთარში გაშვებას ნაკლებად უნდა ველოდოთ.