გადაწყვეტილება მიღებულია - ვინ ამოიღო ბაიერნმა სატრანსფერო სიიდან

გადაწყვეტილება მიღებულია - ვინ ამოიღო ბაიერნმა სატრანსფერო სიიდან

ბოლო თვეების განმავლობაში ბაიერნს არაერთი ცნობილი ფეხბურთელის სახელი დაუკავშირეს, ახლა კი ნელ-ნელა ის მოთამაშეები სახელდებიან, რომელთა მიმართაც კლუბს ინტერესი ან არც ჰქონია, ან ისინი სატრანსფერო სიიდან ამოიღეს.

უკანასკნელი ასეთი ფეხბურთელი ბრაიტონის ნახევარმცველი, კარლოს ბალებაა, რომლითაც ერთბაშად არაერთი გრანდი იყო დაინტერესებული და წერდნენ, რომ მათ შორის ბაიერნიც მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოოდ ეს ინფორმაცია ზუსტი არ აღმოჩნდა.

21 წლის კარლოს ბალება ამ მომენტისთვის 60 მილიონ ევროდაა შეფასებული და დიდი პოტენციალის მქონე დაცვითი ტიპის ნახევარმცველად მოიაზრება, თუმცა მისი და ბაიერნის კომუნიკაცია რეალური არც ყოფილა.

ზოგადად, ებერლიმ და ფროინდმა რამდენჯერმე თქვეს, რომ ახლა არც აპირებენ არავის დამატებას, თუმცა ბალებას, როგორც ჩანს, არც სეზონის დასრულების შემდეგ განიხილავენ.


29-12-2025, 19:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0