ჯონათან ტა ლევერკუზენიდან ბაიერნში ტრანსფერზე საუბრობს და ასახელებს პიროვნებას, რომელმაც ამ ნაბიჯის გადადგმაში უდიდესი წვლილი შეიტანა:
"ვენსან კომპანი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩემს ტრანსფერში, რადგან მან დამარწმუნა და ვიგრძენი, რომ მისი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გავიზრდებოდი და გაუმჯობესებას შევძლებდი. მისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია, რადგან ის თავის დროზე ჩემს პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო - და უპირველეს ყოვლისა, ნამდვილი ლიდერი მოედანზე", - თქვა ტამ.
კომპანიმ გულშემატკივრების დამოკიდებულების შეცვლა მართლაც მოახერხა. გარდა ამისა, მისით კმაყოფილები არიან კლუბის ხელმძღვანელებიც, რომლებისგანაც ბელგიელი მწვრთნელი მუდმივ მხარდაჭერას გრძნობს.