Teamtalk-ის ჟურნალისტი, დინ ჯონსი წერს, რომ ლეონ გორეცკას ბაიერნიდან წაყვანის მსურველებში მანჩესტერ იუნაიტედიც გამოჩნდა.
აქამდე ყველაზე ხშირად ნაპოლისა და მადრიდის ატლეტიკოზე იწერებოდა, ახლა კი კანდიდატი პრემიერ ლიგიდანაც არსებობს.
თავად ბაიერნში კარგად იციან, რომ გორეცკას ზამთარში თუ ზაფხულში კლუბიდან წასვლა მოუწევს და ამას ფეხბურთელიც შეგუებულია, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს იანვარში არ მოხდება.
ვენსან კომპანი ამ მომენტისთვის კმაყოფილია შემადგენლობის სიღრმით და ურჩევნია, რომ სეზონი დანაკლისის გარეშე დაამთავროს, რის გამოც გორეცკას გუნდიდან ახლა წასვლა მოსალოდნელი არ არის, თუმცა არც გამორიცხულია.