"ამის მერე სურს რეალში თამაში" - კარლის გარემოცვა განმარტებას ავრცელებს

"ამის მერე სურს რეალში თამაში" - კარლის გარემოცვა განმარტებას ავრცელებს

გუშინ ლენარტ კარლმა ღიად თქვა, რომ მადრიდის რეალი მისი ოცნების კლუბია, რაც ბაიერნის ფანებს ძალიან არ მოეწონათ, რადგან კარლი ახალი პროექტის ერთ-ერთ დასაყრდენად მოიაზრება.

კარლის სიტყვების შემდეგ ბაიერნის გულშემატკივრებმა ახალგაზრდა ფეხბურთელს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს, რაც 17 წლის მოთამაშის სოც.ქსელების კომენტარებშიც იკითხება.

გუშინდელი კომენტარის შემდეგ კარლის გარემოცვა ასეთ განცხადებას ავრცელებს:

"ბიჭი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ის 17 წლის ბავშვია. ის საკმაოდ გულწრფელი იყო თავისი ემოციებისა და გრძნობების გაზიარებისას, თუმცა ასევეა ამაყი და ბედნიერი იმით, რომ ბაიერნში თამაშობს და ამ კლუბისთვის შეუძლია ბრძოლა. ის ყოველთვის ოცნებობდა რეალში თამაშზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ბაიერნიდან წასვლა უნდა. მან იცის, რომ აწმყო და მომავალი ბაიერნთანაა დაკავშირებული. ამის შემდეგ, რაღაც ეტაპზე, მას სურს, რომ რეალში ითამაშოს", - ამბობს კარლის გარემოცვა.


5-01-2026, 12:50
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2