Bild-მა ბაიერნის მარცხენა ფლანგი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კლუბი ვინგერს აუცილებლად დაიმატებს, რათა ლუის დიასს შესაბამისი კონკურენცია ჰქონდეს.
აქამდე მედიაში არაერთი გვარი დასახელდა, თუმცა გამოცემამ ამჯერად ყველაზე წინ ლაიფციგის კოტ დიუვარელი შემტევი, იან დიომანდე დააყენა:
წყაროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად დიომანდე კლუბის აბსოლუტური პრიორიტეტია, საიდ ელ მალამ და მალიკ ფოფანამ კი შედარებით უკან დაიხიეს.
სავარაუდოდ, დიომანდეს უპირატესობას ადგილობრივობის გამო ანიჭებენ. 19 წლის ვინგერს მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 14 თამაში აქვს ჩატარებული, რა დროშიც მან 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Transfermarkt-ს უწერია, რომ იან დიომანდეს ფასი 50 მილიონი ევროა.