Sky Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუნხენის ბაიერნში კენეტ ეიხჰორნის ყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს.
თავიდან ამაზე Bild-მაც დაწერა, რომელიც ამბობდა, რომ ლეონ გორეცკას წასვლის შემდეგ ბაიერნი ახალი ნახევარმცველის დამატებაზე იფიქრებდა, რაც, როგორც ჩანს, Sky-მაც დაადასტურა.
ეიხჰორნით დორტმუნდი, რეალი და ბარსელონაც არიან დაინტერესებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაიერნს დიდ კონკურენციაში მოუწევს გამარჯვების მოპოვება.
როგორც იწერება, კლუბი ახალგაზრდა ტალანტის დამატებას შემდეგი ზაფხულისთვის გეგმავს, თუმცა შესაძლოა გარკვეული გარანტიები აქედანვე იქნას მიღებული.