ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ მიუხედავად დაიოტ უპამეკანოს კონტრაქტის საკითხისა, ბაიერნი მარკ გეჰის ტრანსფერს მაინც არ ივიწყებს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ბაიერნი გეჰის დამატებას იმ შემთხვევაში ეცდება თუ სხვა ცენტრალური მცველები დატოვებენ გუნდს, პირველ რიგში კი ასეთი კიმ მინ-ჯეა.
კორეელ მცველს თავისთან ფენერბაჰჩე ეპატიჟებოდა, სადაც ის ნაპოლიში ტრანსფერამდე თამაშობდა. თავის მხრივ, მისი წასვლის წინააღმდეგი დიდად არც ბაიერნია.
მარკ გეჰი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, კრისტალ პალასი კი აპირებს, რომ ფეხბურთელი ზამთარში გაუშვას, რათა ტრანსფერში ფული არ დაიკარგოს.