ბაიერნი უკვე ჩემპიონია? - ნიკო კოვაჩის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ბაიერნი უკვე ჩემპიონია? - ნიკო კოვაჩის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგაში ჯერ მხოლოდ 16 ტურია გასული, დორტმუნდის მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს მიაჩნია, რომ ბაიერნთან კონკურენციას აზრი არ აქვს.

ხორვატი მწვრთნელის თქმით, დორტმუნდის გულშემატკივარი უნდა შეეგუოს, რომ ბაიერნი და ბორუსია სხვადასხვა ლიგაში არიან, გუნდის მთავარი მიზანი კი ოთხეულში მოხვედრა უნდა იყოს:

"არ შეგვიძლია, რომ ბაიერნს გავებრძოლოთ, ამის დანახვა ყველას შეუძლია. ბაიერნი პირველზე არამარტო ბუნდესლიგაშია, არამედ ამას ჩემპიონთა ლიგაზეც აკეთებს. ამ გუნდს ძალიან დიდი კლასი აქვს, რაც სხვას არავის აქვს ბუნდესლიგაში. საბოლოოდ ვიცით თუ სად არის ბაიერნი და სად ჩვენ. ეს უბრალოდ ასეა და ამას უნდა შევეგუოთ. სეზონის დასაწყისიდან ვთქვი, რომ ჩვენი მიზანი ოთხეულში გასვლა უნდა იყოს", - ამბობს კოვაჩი.

აქვე გეტყვით, რომ დორტმუნდის მწვრთნელის ამ განცხადებას ბორუსიას ფანებში დიდი გაღიზიანება მოჰყვა..


12-01-2026, 23:25
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2