მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში ახალგაზრდა გერმანელ ტალანტ კაი ჰავერტცთან აპირებს მოლაპარაკებების წამოწყებას.
"SportBild" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერის" სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი, ამ დღეებში სერჟ გნაბრის აგენტს შეხვდა და მისი მოქმედი კონტრაქტის (რომელიც 2020 წელს იწურება) საკითხი განიხილა.
შეხვედრაზე მხარეებმა კაი ჰავერტცის შესახებაც ისაუბრეს, ვინაიდან გნაბრისა და კაის საერთო აგენტი ჰყავთ.
19 წლის გერმანელი სუპერ-ტალანტის ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი ევროა, მაგრამ ლევერკუზენის "ბაიერს" მისი გაშვება არ სურს.
კაი ჰავერტცი მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება - 31 თამაშში 12 გოლი და 3 ასისტი.