ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა მანუელ ნოიერის კონტრაქტის განახლებასა და ეროვნულ გუნდში დაბრუნებაზე ისაუბრა:
"მას აუცილებლად გავუგრძელებდი ბაიერნში კონტრაქტს. ვფიქრობ, ამაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს კიდეც. ორივე მხარეს საამისოდ დრო სჭირდება. ლაიფციგის წინააღმდეგ მისი თამაში განმაცვიფრებელი იყო თავისი მსოფლიო კლასის მოგერიებებით."
"გერმანიის ნაკრებში დაბრუნება? - ჩემი აზრით, ეროვნულ გუნდს ჰყავს კარგი მეკარე ბაუმანის სახით. ამიტომ, ხალხმა ამაზე საუბარი უბრალოდ უნდა შეწყვიტოს, თუმცა თუ რაიმეა შესაცვლელი, ამაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა დაილაპარაკონ", - ამბობს მათეუსი.