"დაწესდეს შეზღუდვები" - რას გეგმავს ბუნდესლიგა ჩემპიონატის დონის გასაზრდელად

"დაწესდეს შეზღუდვები" - რას გეგმავს ბუნდესლიგა ჩემპიონატის დონის გასაზრდელად

იმის გამო, რომ მიუნხენის ბაიერნი მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება და ყველა კონკურენტს ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს, თანაც საკმაოდ დამაჯერებლად, ბუნდესლიგაში უკმაყოფილების შეგრძნება გაჩნდა.

Bild-მა დაწერა, რომ კლუბებში და გერმანიის ჩემპიონატის ორგანიზატორებში გაჩნდა აზრი, რომ შიდა ჩემპიონატში სახელფასო ლიმიტი დაწესდეს. გარდა ამისა, უნდა გადაიხედოს სატელევიზიო უფლებებიც, რადგან ისეთმა პოპულარულმა და ძლიერმა კლუბმა, როგორიც მაგალითად ბაიერნია, ჩემპიონატი ერთი ხელის მოსმით არ მოიგოს და დაძაბულობა უფრო დიდი ხნით შენარჩუნდეს.

აღნიშნულს მხარი რამდენიმე კლუბმა დაუჭირა, მაგალითად ასეთები ვერდერი და ლევერკუზენი არიან, დორტმუნდსა და აინტრახტს კი ამ გზაზე გადასვლა არ მოეწონათ.

მიუხედავად აზრდა სხვადასხვაობისა, DFL (გერმანიის საფეხბურთო ლიგა) აქტიურად განიხილავს ამ ცვლილებების დანერგვას, თუმცა ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ბაიერნის საერთაშორისო პრესტიჟსა და სიძლიერეს, მიზეზი კი მარტივია - ლიმიტირებულ სივრცეში ვარსკვლავების მოზიდვა გაცილებით რთული გახდება, ასე კი წარმატების შანსები საგრძნობლად შემცირდება.


21-01-2026, 22:21
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2