გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნმა როიალ უნიონი 2:0 დაამარცხა, თუმცა პირველ ტაიმში გუნდმა მოგება ვერ მოახერხა, ისევე როგორც ლაიფციგთან და კიოლნთან ბოლო თამაშებში.
ამაზე ვენსან კომპანის ჰკითხეს, რომელმაც ტაიმებს შორის გარდასახვა ასე ახსნა:
"მოწინააღმდეგეები უბრალოდ ცდილობენ, ყველაფერი თავიდანვე მოაგვარონ და ზიანი თავიდანვე მოგვაყენონ. მე ადრეც მითამაშია დომინანტურ გუნდებში და ხანდახან ასეც ხდება, თამაშები მეორე ტაიმში იხსნება. თუმცა, დიახ, პირველ ტაიმში უკეთესად თამაში შეგვიძლია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველ 3 დღეში ვთამაშობთ. სწორი ბალანსი უნდა ვიპოვოთ", - თქვა კომპანიმ.
გუშინდელი გამარჯვებით ლიგაზე ბაიერნმა 18 ქულა მოაგროვა და ცხრილის მე-2 ადგილს იკავებს.