მაქს ებერლის ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ რატომ იწელება ამდენი ხნით უპამეკანოს კონტრაქტის განახლების პროცესი, რაზეც ებერლის თავის დამზღვევი პასუხი ჰქონდა.
აქამდე იწერებოდა, რომ შეთანხმება 99%-ით შედგებოდა და მისი გაოფიციალურება მხოლოდ დროის საკითხი იყო, ახლა კი ებერლის ასეთი პასუხი აქვს:
"შეთანხმება შედგა? ეს სად ვთქვით? რეალურად ეს სულ მედიის სპეკულაციები იყო, სინამდვილეში საუბარი უბრალოდ მიმდინარეობს და ველოდებით უპამეკანოს პასუხს", - თქვა ებერლიმ.