200 მილიონი ზაფხულში? - ბაიერნმა შესაძლოა მეგა ტრანსფერები განახორციელოს

200 მილიონი ზაფხულში? - ბაიერნმა შესაძლოა მეგა ტრანსფერები განახორციელოს

Fichajes-მა ისეთი ინფორმაცია გაავრცელა, რაც საკმაოდ დაგაინტერესებთ. მათი თქმით, ბაიერნი ზაფხულში 200 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.

უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ეს ფული არა ერთ ან ორ, არამედ სამ ტრანსფერზე იქნება გადანაწილებული, სამიზნეები კი იან დიომანდე ლაიფციგიდან, ტრენტ ალექსანდერ-არნოდლი რეალიდან და ნიკო შლოტერბეკი დორტმუნდიდან იქნებიან.

უკვე არახალია, რომ ბაიერნს დაცვაში ექმნება პრობლემები და გარდა ამისა, წამსვლელთა რაოდენობა არც ისე უმნიშვნელოა, ამიტომ კლუბს შევსება და განახლება აუცილებლად დასჭირდება.

რაც შეეხება დიომანდეს, ის ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და იმედისმომცემი ფეხბურთელია, რომლის ხელიდან გაშვებაც, როგორც ჩანს, ბაიერნს არ სურს.


27-01-2026, 23:14
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2