მიუნხენის ბაიერნმა პსვ ეინდჰოვენთან გამარჯვებით ლიგის ფაზის ეტაპი 7 მოგებით, 1 მარცხით და ცხრილში მეორე პოზიციით დახურა.
უკვე ცნობილია იმ სავარაუდო მეტოქეების ვინაობის შესახებ, რომელთაც ბაიერნი შესაძლოა 1/8 ფინალში გადაეყაროს.
ეს გუნდები დორტმუნდი, ლევერკუზენი, ოლიმპიაკოსი და ატალანტა იქნებიან, - აქედან ერთი არსენალს, მეორე კი ბაიერნს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ წილისყრა ხვალ, ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყება.