რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ბაიერნმა უპამეკანოს კონტრაქტის განახლების თემაზე დედლაინი 14 თებერვლამდე დაუწესა, ახლა კი სულ სხვა ინფორმაცია ვრცელდება.
Bild-მა დაწერა, რომ ფრანგ მცველს მოსაფიქრებელი ვადა არა 14 თებერვლამდე, არამედ ახალი თვის პირველ რიცხვამდე, ანუ კვირამდე აქვს!
ბაიერნი ახალი კონტრაქტით ფეხბურთელს 20 მილიონ ევროს სთავაზობს. ამას დაემატება საკონტრაქტო ერთჯერადი კომპენსაცია 20 მილიონის სახით და გამოსასყიდი პუნქტი 65 მილიონ ევროდ 2027 წლიდან.
ამდენად, ეს თუ სიმართლეა, უპამეკანოს გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 2 დღე აქვს დარჩენილი!